მარნეულში უფასო სწრაფი ტესტის გაკეთება 9 ადგილას იქნება შესაძლებელი
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა იმ კლინიკების ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც კორონავირუსზე სწრაფი ტესტების გაკეთება იქნება შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სწრაფი ტესტების გაკეთება უფასო იქნება.

დაავადებათა კონტროლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარნეულის მასშტაბით, 6 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება ტესტის გაკეთება შესაძლებელი, ესენია:

  • "მად ი მედი"
  • მარნეულის მუნიციპალიტეტის ააიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი
  • შპს "მარნეკორი"
  • შპს "პროფესორი"
  • შპს "ჯეო ჰოსპიტალს" - მარნეულის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
  • შპს "ჯეო ჰოსპიტალს" მარნეულის ამბულატორიული ცენტრი

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფარაძემ განაცხადა, რომ სწრაფი ტესტების გაკეთება კიდევ სამ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.

ეს სამედიცინო დაწესებულებებია:
  • „ადიკი“
    - კოვიდკლინიკა
  • „მედიქსი“
  • „ავერსის“ კლინიკა

ეთერ ლაფერაძის განმარტებით, მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები სწრაფ ტესტებს სოფლის ამბულატორიებშიც ჩაატარებენ.

სწრაფი ტესტების გაკეთება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ლაფერაძის თქმით, სასურველია რომ მოქალაქემ ზემოთჩამოთვლილი კლინიკებიდან ერთ-ერთს კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლინების შემთხვევაში აუცილებლად მიმართოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები