ზაურ დარგალის პირველი სიტყვა დეპუტატის ამპლუაში
დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე მარნეულისა და გარდაბნის დეპუტატი ზაურ დარგალი სიტყვით გამოვიდა და რეგიონში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე ისაუბრა. ზაურ დარგალმა ექვსი კითხვა დასვა. მიმართა როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას. დარგალის კითხვები ეხებოდა სოფლის ექიმებისათვის ამბულატორიების რებილიტაციას და მათთვის ელემენტარული სამუშაო პირობების შექმნას, მოსახლეობისასთვის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების დაკანონებას, სატუმბო სადგურების მშენებლობას, ასევე წყალარინებისა და წყალმომარაგების პროექტის განხორციელებისას დაზიანებული გზების ეტაპობრივად მოასფალტებას და სხვა.

„ბევრ სოფელში მოგვარდა გზების პრობლემა. მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დაიწყო მარნეულში ეს არის სადახლო - ახქერფის გზა, რომელიც გაჩერდა და მაინტერესებს როდის გაგრძელდება ეს პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. იცით, რომ ეს სოფლები არის მაღალმთიანი და ზამთრის პერიოდში პრობლემები იქმნება მარნეულში ჩამოსვლასთან და ქალაქში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. კდევ ეერთი შეკითხვა მექნება მელიორაციასთან დაკავშირებით. მე მერობის პერიოდში და მანამდეც , როდესაც გუბერნატორის მოადგილის პოსტი მქონდა, სულ არის ერთი და იგივე პრობლემაა. პრობლემა ეხება დიდ სოფლებს. მდინარე დებედაზე არის აშენებული ჰესი და ხელშეკრულება არის დადებული, თუ არ ვცდები, 15 ოქტომბრიდან 15 აპრილამდე ჰესი იყენებს არხის რესურსებს. ძალიან დიდი პრობლემა ექმნება ათიათასობით ადამიანდს და მოსახლეობა სანიტარულ ნორმასაც ვერ იღებს ზამთრის პერიოდში. ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია ჰესის მუშაობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინტერესის დაცვა და სოფლის მეურნეობა. კარგი იქნება, გავიაროთ ეს საკითხი, რომ რაღაც კონსესუსამდე მოვიდეთ“

(გთავაზობთ ზაურ დარგალის სიტყვით გამოსვლის სრულ ვერსიას)


როგრც რადიო „მარნეულთან“ მიცემული ინტერვიუში ზაურ დარგალი განმარტავს, მის მიერ დასახელებული პრობლემების მოგვარებას გააგრძელებს.

„სხდომა უმაღლეს დონეზე ჩატარდა. მე ჩემს კითხვებზე პასუხი მივიღე. ზოგიერთ კითხვასთან დაკავშირებით საკითხს ინდივიდუალურად გავივლით. სხდომის შემდეგაც მქონდა მინისტრებთან განხილვა. ეს იყო კითხვების ერთი ნაწილი, რომელიც ჩვენ გვაქვს და სამუშაო რეჟიმში მერე გავაგრძელებთ მუშაობს. თავისთავად კითხვა და პასუხის მიღებაზე მნიშვნელოვანია საქმის კეთება, შედეგის მიღება და ჩვენ სამუშაო რეჟიმში გავაგრძელებს ამ ყველაფერს“

ზაურ დარგალი მეათე მოწვევის პარამენტის წევრია.

თეა დავაძე
რადიო "მანეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები