404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
ქესალოელების თქმით, სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწის ნაკვეთის დამუშავებას მღვდელი უშლით
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოში მოსახლეობა ამბობს, რომ სასულიერო პირი, მათ , მიწების დამუშავებას უშლის.  როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, 12 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ისინი ყოველწლიურად ამუშავებენ. ამბობენ, რომ 2020 წლიდან სახელმწიფოს მიწის გადასახადს ოფიციალურად უხდიან, ამის დასტურად მათ საბუთები გვაჩვენეს. საკადასტრო კოდით ირკვევა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მღვდელი მოსახლეობას უმტკიცებს, რომ ნაკვეთები მისი საკუთრებაა.

საკადასტრო კოდით ირკვევა, რომ ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებაა

„ სულ 12 ჰექტარია სოფელშ ხანიმ ბაბაევა და ვაგიფ ბაბაევი იხდის მიწის გადასახადს. მიწას 20-მდე ადამიანი ამუშავებს. მერიის საფინანსოში გვირჩიეს, რომ საბუთები ერთი პირის სახელზე ყოფილიყო. მიწაზე მშაობა რომ დაიწყეს, მამაო მოვიდა და ხელი შეუშალა. პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველების წარმომადგენლები მოიყვანა და მათაც მას დაუჭირეს მხარი“

„შესაძლებლობას არ გვაძლევენ საძოვრით ვისარგებლოთ ან მიწათმოქმედებით ვიყოთ დაკავებული. ერთი მღვდელია, რომელიც 15 წელია პატრონობს ამ მიწებს. მას 1 ჰექტარზე 500 ლარს ვუხდით იჯარის თანხას. ეს ადამიანი ფულს აკეთებს, ჩვენ ვერაფერს ვაკეთებთ აქ. არც საძოვარი მაქვს, არც მიწა რომ ვამუშაო. რითი ვარჩინოთ ოჯახები. რატომ? ერთი მღვდელის გამო. არიან სხვა ადამიანებიც, მისი დამხმარეები ურევენ სიტუაციას. 12 ჰექტარია და სახელმწიფოსაც ვუხდი მე თანხას“

„თუ საქარველოში ვცხოვრობთ, მაშინ ნაცისტობა არ უნდა იყოს. რა მნშვნელობა აქვს ქართველი,სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ებრაელი ვარ? კანონი ყველასთვის ერთია. მღვდელი რატო, მეუბნება, რომ ჩვენი ადგილი აზერბაიჯანიშია. რატომ? რატომ უნდა წავიდეთ ჩვენ აზერბაიჯანში? ჯერ თვითონ წავიდეს მთაში და მერე ჩვენც წავალთ. ჩვენ გვეუბნება თქვენი ადგილი აქ არ არისო. გამსახურდია კარგად გაგდებდათ ქვეყნიდანო.რატომ ამბობს ეგეთ რაღაცებს. მიწას გვართმევენ და რა ვჭამოთ ჩვენ? სადაა ეს მთავრობა. ხალხმა 41 მისცა ხმა რომ დაგვეხმარონ, სად არიან ახლა.ზაურ დარგალის მივეცით ხმა და სადაა? წავიდა ზის სავარძელში და ხალხი კვდება შიმშილით“

„გადასახადი გადავიხადეთ. ქვითარი, გვაქვს. მარნეულიდან გვითხრეს, წადით დაამუშავეთ მიწაო. მღვდელმა პოლიცია მოიყვანა, რომ აქ თქვენ მიწა არ გაქვთო. მერე პოლიციამ საბუთები მოგვთხოვა მიწის და ვაჩვენეთ. ნახეს რომ სწორია ყველაფერი“
- ამბობს მოსახლეობა

ჩვენ საკითხის გასარკვევად  სასულიერო პირს დავუკავშრდით, რომელმაც კომენტარზე უარი თქვა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან და მათი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერევიან. 


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია