ზაურ დარგალმა კურსდამთავრებულებს "ბოლო ზარი" მიულოცა

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაურ დარგალმა მეთორმეტეკლასელებს 2020-2021 სასწავლო წლის დასრულება მიულოცა.

დარგალმა კურსდამთავრებულების მისალოცი პოსტი ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

პარლამენტარმა კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის გამო წარმატება უსურვა.

წელს მარნეულში სკოლას 989 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, განათლების სამინისტროს რეკომენდაციების თანახმად, შესაძლებელია „ბოლო ზარის“ ღონისძიების ორგანიზება მხოლოდ მე-12 კლასის მოსწავლეებისა და სკოლის მასწავლებლების მონაწილეობით სკოლის ტერიტორიაზე, უცხო პირთა დასწრების გარეშე. თუ სკოლას შესაძლებლობა ექნება, სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები