კირაჩ-მუღანლოში თითქმის ერთი კვირაა სასმელი წყალი არ მოდის

სოფელ კირეჩ-მუღანლოში დაახლოებით ერთი კვირაა, რაც მოსახლეობას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

ადგილობრივები იძულებულები არიან წყლის მოსატანად მეზობელ სოფლებში გავიდნენ. ვისაც მანქანა არ ჰყავს, მათთვის სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.

კაჩაგნის ტერიტორიული ერთეულის წარმომადგენელი ეჰთირამ ალიევი ამბობს, რომ სოფელში წყლის გენერატორი დაზიანდა. პრობლემის მოგვარება უკვე დაიწყეს და რამდენიმე დღეში კირაჩ-მუღანლოში წყლის მიწოდება აღდგება.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2018 წლის ოქტომბერში სოფელ კირეჩ მუღანლოში წყლის მილების გასაყვანად 704 787 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რის შემდეგაც, სოფელში, 420 ტონიანი წყალსაცავი აშენდა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები