სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

დღეს, 7 ივნისს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი აიცრა.

ის ჩინური წარმოების ვაქცინა "სინოვაკით" მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" აიცრა. რამინ იგიდოვმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და მოქალაქეებს ვაქცინის გაკეთებისაკენ.

"როგორც იცით, უკვე მეორე წელია რაც პანდემიაა. მსოფლიოში ხალხი ელოდებოდა რომ ვაქცინა მომზადდეს. პანდემიიდან გამოსავალი აცრაშია. გირჩევთ ენდოთ იმ ვაქცინებს რომელიც ჯანმომ დაამტკიცა. მსოფლიოს გადარჩენა ამაშია. არ მოერიდოთ და გაიკეთეთ აცრა. ისევე როგორც სხვა დროს, ავად გახდომისას ექიმთან მიდიან ახლაც ასე უნდა მოიქცნენ" - განაცხადა იგიდოვმა

აღსანიშნავია, რომ დღეს, 7 ივნისს, სოფელ აღმამედლოს მეჩეთსა და მარნეულის მერიის შენობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები