მარნეულის მერიამ, სამ თვეში, მოსწავლეების ტრანსპორტირებაში 226 869 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2021 წელს, სამი თვის განმავლობაში, მოსწავლეების ტრანსპორტირებაში 226 869 ლარი და 77 თეთრი გადაიხადა.

მარნეულის მერიას კონსოლიდირებული ტენდერი შპს „თაიმსერვისთან“ აქვს გაფორმებული. ტენდერის მიხედვით, კომპანია ვალდებულია სხვადასხვა სოფლებში მცხოვრები მოსწავლეები სკოლამდე მიიყვანოს და სკოლის დამთავრების შემდგომ კვლავ სოფელში დააბრუნოს.

შპს „თაიმსერვისსა“ და მარენულის მერიას შორის გაფორმებული მიღება ჩაბარების აქტებიდან ირკვევა, რომ 2021 წლსი 10-დან 28 თებერვლამდე პერიოდში კომპანიამ მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის 59 224 ლარი და 64 თეთრი მიიღო. პირველიდან 31 მარტის პერიოდში კომპანიამ 17 სამუშაო დღის განმავლობაში იმუშავა და მოსწავლეების ტრანსპორტირებისათვის 76 858 ლარი და 08 თეთრი მიიღო, ხოლო აპრილის თვეში შპს „თაიმსერივსმა“ მერიისაგან 90 787 ლარი და 05 თეთრი მიიღო.

„საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის 19 სკოლა და 2 695 მოსწავლეა ჩართული.

აღნიშნული პროგრამის განხორციელება მუნიციპალიტეტში გასულ წელს დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო, სერვისით სარგებლობა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში გაგრძელდა.

გთავაზობთ სკოლების ჩამონათვალს, რომლებსაც ტრანსპორტი მოემსახურება:

შულავერის N1 საჯარო სკოლა
კასუმლოს საჯარო სკოლა
სოფელ თამარისის №1 საჯარო სკოლა
აზიზქენდის საჯარო სკოლა
არაფლოს საჯარო სკოლა
სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლა
თაზაქენდის №1 საჯარო სკოლა
საბირქენდის №1 საჯარო სკოლა
სადახლოს #2 საჯარო სკოლა
სადახლოს #1 საჯარო სკოლა
თაზაქენდის 2 საჯარო სკოლა
შულავერის #2 საჯარო სკოლა
წერეთელის საჯარო სკოლა
ქირაჩმუღანლოს საჯარო სკოლა
მარადისის საჯარო სკოლა
ყიზილაჯლოს #1 საჯარო სკოლა
ქაფანახჩის საჯარო სკოლა
სოფელ ყულარის საჯარო სკოლა

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები