მარნეულის მერიამ 5 ავტობუსის შესაძენად 1 498 500 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 5 საზოგადოებრივი ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ტრანსპორტის ყიდვას ადგილობრივი თვითმმართველობა 1 498 500 ლარად გეგმასვ. როგორც მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ზაურ ტაბატაძე განმარტავს, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის ავტობუსების მარშრუტები.

„ტრანსპორტის მიღებას რამდენიმე თვე სჭირდება და ვნახავთ იმ მომენტში, სადაც იქნება ყველაზე მეტად მოთხოვნადი იმის მიხედვით გავანაწილებთ“ - თქვა ზაურ ტაბატაძემ.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხუთივე ავტობუსი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

„ავტობუსის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს გარე კარი. ორივე კარს უნდა ჰქონდეს ორმაგი ფრთები. კარები უნდა იყოს უსაფრთხოდ დაკეტილი. უკანა კართან უნდა არსებობდეს შშმ პირებისათვის ადაპტირებული მექანიკური პანდუსი; თითოეული კარი უნდა მუშაობდეს მძღოლის სალონში მინიმუმ ორი ცალკეული ღილაკისგან დამოუკიდებლად; ცალკეული ინდიკატორები უნდა იყოს ყველა კარისთვის“ - წერია დოკუმენტაციაში.

ტენდერშ მონაწილეობა მსურველ პრეტენდენტებს 6-11 ოქტომბრის პერიოდში შეეძლებათ. გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი მარნეულის მერიას ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვის განმავლობაში გადასცეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები