შეხვერდა აქტიურ მარნეულელებთან, ცესკოს თავმჯდომარემ, ჩაიხანაში გამართა
დღეს, 23 სექტემბერს, ცენტრალური საარჩვენო კომისიის წარმომადგენლებმა მარნეულში შეხვედრა გამართეს. ადგილობრივ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ორგანიზაციებთან, საარჩევნო პროცესები განიხილეს. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, მნიშვნელოვანია ქვეყნის ყველა თანამოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს.

"ვხვდებით ახალგაზრდებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო ცხოვრებაში და მათთან ერთად განვიხილავთ იმ საკითხებს, რომლებიც კიდევ უფრო მეტად გაააქტიურებს ამომრჩევლებს, განსაკუთრებით ახალზრდა ამომრჩევლებს და მათ ჩართულობას  საარჩევნო პროცესებში. შესაძლებელია ჩვენ ვიფიქროთ როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებში ამ საკითხებზე. ჩვენი ერთ-ერთი საქმიანობა უკავშირდება იმას, რომ ყველა შესაძლო შემთხვევაში, სადაც ადგილი აქვს ეთნკური უმცირესობების არჩვენებში მონაწილეობას, ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათთვის ხელმისაწვდომ ენებზე ყველა იმ მნიშვნელოვანი საარჩევნო დოკუმენტაციის თარგმნას, რასაც დიდი წარმატებით ვახორციელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ ამ პროცესს. ჩვენთვის კიდევ უფრო საინტერესო არის მოვისმინოთ რა შეუძლია ადმინისტრაციას გააკეთოს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნვეყოფილი თანაბარ პირობებში არჩევნებში მონაწილეობა"

შეხვედრის ერთ-ერთი დამსწრე, სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ისეთ ადამიანებთან კომუნიკაცია, რომლებიც გადაწყვეტილების მიმღებლები არიან და შეუძლიათ საკითხებზე რეაგირების მოხდენა. მიიჩნევს, რომ დღემდე გამოწვევად რჩება საუბნო კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი.

"12 წელია, რაც საარჩვენო პროცესებშ ვარ ჩართული, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცესკოს შეხვედრაზე ვიღებ მონაწილეობას, რათა მქონდეს შესაძლებლობა ვისაუბრო არსებულ პრობლემებზე. ერთისმხრვ, ძალიან მნიშვნელვანია სიახლეებზე გვქონდეს ინფორმაცია, მეორე მხრივ კი გვქონდეს პირდაპირი კავშირი ისეთ ადამიანებთან, ვინც შესაძლებელია რეაგირება მოახდინოს. რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე,  რთულია საარჩევნო პროცესები. სამწუხაროდ, მთელს საქართველოში საარჩევნო კულტუა არ გვაქვს შექმნილი და ადამინის უფლებები ირღვევა. სამწუხაროდ, დღემდე პრობლემად რჩება კომისიის წევრებისტრენინგის საკითხი. წლებია ერთი და იმავე ადამიანები არიან კომისიის წევრები, მაგრამ არ იციან საარცევნო კოდექსი, თავისი უფლებები და არ იციან უბაზე რა როლი აქვთ"

როგორც ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელი, სოფო სიჭინავა განმარტავს, ცესკო მზად არის მთელი საქართველოს მასშტაბით მოემსახუროს ამომრჩევლებს იმ რეგულაციების დაცვით, რაც არის დადგენილი პანდემიის პირობებში. ამბობს, რომ იმ რეგიონებში, სადაც ამომრჩევლები არ ფლობენ ქართულ ენას, ცენტრალური საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საარჩევნო დოკუმენტაციის თარგმნას.

Əამ რეგიონისთვის დოკუმენტაცია იქნება ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე და ოთხ შერეულ უბანზე ქართულ-აზერბაიჯანულ-სომხურ ენაზე. ეს გახლავთ საარჩევნო ბიულეტინი, ამომრცეველთა ერთიანი სია,ბიულეტინის შევსების წესი და ყველა საუბნო საარჩევნო კომისისს წევრი გადის ოფიციალურ გადამზადებას იმისთვის, რომ ამომრჩევლებს მოგემსახურონ"

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია