"ენმ"-ის წევრმა ნარგიზა ალიევამ საკრებულოს პირველ სხდომაზე პოსტერი "თავისუფლება მიშას" გაშალა
მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების პროტესტის ფონზე დაიწყო.

სახელფასო ნუსხის დამტკიცების ფონზე, "ენმ"-ს წევრმა, ნარგიზა ალიევამ, პოსტერი "თავისუფლება მიშას" გაშალა და საკრებულოს მუშაობას პროტესტი გამოუცხადა.

"თავისუფლება მიშას" - სტიკერი ამ წარწერით, ალიევამ სხდომათა დარბაზის ცენტრში მჯდომ საკრებულოს თავმჯდომარის თავს ზევით, კედელზე მიაკრა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რიჩარდ გიგანმა სტიკერი სწრაფადვე მოხსნა და ნარგიზა ალიევას ესროლა, ხოლო ამირან გიორგაძეს სიმშვიდისაკენ მოუწოდა.

პროტესტის ნიშნად, ნარგიზა ალიევამ საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა რის შემდეგაც სიტყვით ფრაქცია "ენმ"-ს თავმჯდომარე გამოვიდა. ალიევას მსგავსად საკრებულოს სხდომას უნდობლობა მანაც გამოუცხადა და "ენმ"-ს სხვა წევრებთან ერთად სხდომა დატოვა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები