8 წლიანი მუშაობის შემდეგ ზაურ ტაბატაძემ მერია დატოვა
მარნეულის მერის მოადგილემ, ზაურ ტაბატაძემ, რვა წლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობა დატოვა. როგორც მან, რადიო "მარნეულს" განუცხადა, გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო და პენსიონერთა რიგებს შეუერთდა.

"ჩემი სურვილით დავტოვე მერია. დავამთავრე ასე ვთქვათ მოღვაწეობა. საკმაოდ ასაკოვანი გახლავართ, დავტოვე მერია და გადავინაცვლე პენსიონერთა რიგებში. მარნეულის მოსახლოებას დიდი მადლობს მინდა გადავუხადო იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში მომიწია თანამშრომლობა მათთან და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს და მივულოცავ დამდეგ ახალ წელს"



ზაურ ტაბატაძემ , მარენულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში მუშოაბა 2013 წლის 1 ოქტომბრიდან დაიწყო. რამდენჯერმე მას მარნეულის მერის მოვალეობის შესრულებაც მოუწია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია