მარნეულის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველ მარტს განახლდება
პირველი მარტიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი დაიწყება. ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი, რადიო ,,მარნეულთან" აცხადებს, რომ სააღმზრდელო დაწესებულებები მზად არიან სწავლის განსაახლებლად.

,,მომარაგებული გვაქვს პროდუქტები, რძის პროდუქტებით მომარაგებაც დღეს სრულდება და ყველანაირად მზად ვიქნებით სწავლის დასაწყებად. ასევე ჰიგიენის კუთხითაც არის წესრიგი, მიუხედავად იმისა, რომ საბავშვო ბაღებში სწავლა არიყო, შენობებში დასუფთავება ყოველ კვირაში ჩვეულებრივად მიმდინარეობდა".- განაცხადა ქარამოვმა

მარნეულის საჯარო ბაღებში, სასწავლო პროცესი შვიდი თებერვლიდან მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შეწყდა და 21 თებერვალს უნდა განახლებულიყო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღია, საიდანაც ორ ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ერთი ავარიულ მდგომარეობაშია, როს გამოც 2022 წლის სააღმზრდელო პროცესი 11 ბაღმა დაიწყო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები