მარნეულში პარამშვილდოსანთა გუნდი შეიქმნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, პარამშვილდოსნობაში პირველი საცდელი წვრთნა ჩატარდა, სადაც ორი ადგილობრივი შშმ პირი იღებდა მონაწილეობას, როგორც მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხელმძღვანელი, მამუკა ნავერიანი, რადიო ,,მარნეულთან" ამბობს, ვარჯიშებს თბილისიდან ჩამოსული პარამშვილდოსნების მწვრთნელი ჩაატარებს.

,, გადავდგით ნაბიჯები პარამშვილდოსნობაში, რადგან ჩვენს პარასპორტსმენებს ჰქონდეთ აღნიშბული სპორტთ დაკავების შესაძლებლობა, მოვიწვიეთ სპეციალური მწვრთნელი, რომელიც თბილისში პარამშვილდოსნებს წვრთნის, ეს სკოლა შევაჩიეთ რადგან შშმ პირებისთვის სრულად ადაპტირებული შენობაა".- განაცხადა ნავერიანმა

გუნდის ერთ-ერთი წევრი გოჩა კოჩალიძე ამბობს, რომ აღნისნული სპორტით დაკავება მისთვის ახალი შესაძლებლობაა.

,, დავინტერესდი ამ სპორტით, სამომავლოდ გავაგრძელებ აუცილებლად აქ სიარულს და ვეცდები წარმატებას მივაღწიო ამ კუთხით,ეს არის შშმ პირებისთვის კარგი შესაძლებლობა".- ამბობს გოჩა

სპორტული სკოლის ხელმძღვანელის თქმით, სოფელ დიოკნისის საჯარო სკოლაში პარასპორტსმენებს წვრთნები კვირაში ორჯერ ჩაუტარდებათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტში მშვილდოსნობა 2015 წელს მარნეულის მერიის მხარდაჭერით და სპორტული სკოლის ინიციატივით დაფუძნდა, ამიერიდან კი მარნეულელ შშმ პირებს, შესაძლებლობა ექნებათ, პარამშვილდოსნების გუნდს შეუერთდნონ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები