ვის უნდა მიმართონ მოქალაქეებმა მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადყვანისთვის
მარნეულში, მიუსაფარი ძაღლების სიმრავლით შეწუხებული მოქალაქეები, ყურადღებას ითხოვენ. რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც სახელის გამხეალა არ ისურვა, რადიო ,,მარნეულთან“ ამბობს, რომ ძაღლების ნაწილი აგრესიით გამოირჩევა და მისი შვილები ამის გამო ხშირად შეშინებულები მიდიან სახლში. ქუჩის მცხოვრებლის თქმით, არც ის იციან თუ ვის უნდა მიმართონ ამ დროს.

,, ბავშვები საღამოს ცეკვაზე იყვნენ და სახლში ატირებულები, შეშინეულები დაბრუნდნენ.ასეთი რამ
არაერთხელ მომხდარა. ეს პრობლემა, მხოლოდ მე არ მაქვს. წლებია საკითხი არის მწვავე, ისიც კი არ ვიცი ასეთ დროს ვის უნდა მივმართოთ მოქალაქეებმა რომ წაიყვანონ ძაღლების თავშესფარში“.


ერთ-ერთი ორგანო, რომელსაც უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანის ვალდებულება აქვს, მარნეული მერიია. მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სამსახურის განყოფილების უფროსი დვით ხარშილაძე ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცისს დროს მოქალაქეებმე მარნეულის მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ.



,, მოსახლეოამ ჩვენ მოგვაწოდოს ინფორმაცია, ცხოველს გადავიყვანთ შესაბამის თავშესაფარში, დარეკვიდან მეორე დღეს მივალთ. ამას გარდა გვაქვს გრაფიკი და თვეში რამდენჯერმე ხდება ცხოველების გადაყვანა დამუშავება და შემდეგ უკან დაბრუნება, თუ საჭირო იქნება, შესაძლოა კვირაში ორჯერაც ჩამოვიდნენ და წაიყვანონ ძაღლები თავშესაფარში“.- თქვა ხარშილაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტმა უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადასაყვანად 2022 წელს 42 250 ლარი გამოყო. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, ძაღლები საჭიროების შემთხვევაში ოზურგეთის თავშესაფარში უნდა გადაიყვანოს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ ისევ მარნეულში დააბრუნოს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები