მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მხოლოდ ავერსის კლინიკაში მკურნალობენ
მარნეულის ავერსის კლინიკაში, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი პაციენტი მკურნალობს. რადიო ,,მარნეულს" სამედიცინო დაწესებულებაში უთხრეს, რომ ბოლო პერიოდში, ვირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალება, არ დაფიქსიებულა.

,,სამი პაციენტი რეანიმაციაში გვყავს და ერთი თერაპიაში, კორონავირუსის შემთხვევებმა საგრძნობლად მიკლო".- თქვეს ავერსისი კლინიკაში.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, მხოლოდ ავერსის კლინიკა იღებს. დანარჩენი სამედიცინო დაწესებულებები: კლინიკა ,,ადიკი" ,, ჯეო ჰოსპიტალსი" და ,,ბავშთა პედიატრიული კლინიკა" , რომლებიც
ჰიბრიდულად მუშაობდნენ, ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ.   სამედიცინო დაწესებულებებში აცხადებენ, რომ თუ პაციენტს ვირუსი დაუდასტურდება და ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, თბილისში გადაამისამართებენ.

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 450 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა ექვსი პაციენტი.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები