ქალაქ მარნეულში 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელება იგეგმება
ქალაქ მარნეულში 200 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელდება იგეგმება. ამის შესახებ მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ 18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით ქალაქის შემოსასვლელიდან, რუსთაველის ქუჩის გავლით, სამედ ვურღუნის ქუჩის ბოლომდე მოწესრიგდება ტროტუარები, ელექტრო გაყვანილობები და სხვა.

,,დაგეგმილი გვაქვს და მერთან შეთანხმებული ვართ, წლის ბოლოს ვაპირებთ შევისყიდოთ მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მოიცავს ქალაქის შემოსასვლელიდან, ე.წ ,,პერიეზდის გადასასვლელამდე". მთლიანად შესრულდება სამუშაოები, დაწყებული სასმელი წყლიდან, წყალარინები, მოასფალტება, ტროტუარები, ელექტრო გაყვანილობები, ზემოთ ძალიან ცუდად ჩანს და მოეწყობა მიწის ქვეშ".-თქვა გიორგაძემ

გიორგაძის თქმით, პროექტის შესყიდვა წლის ბოლოს მოხდება და სამუშაოები, სავარაუდოდ 2023 წლიდან დაიწყება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები