მარნეულელმა სპორტსმენებმა ზესტაფონში გამართულ ტურნირზე მედლები და თასი მოიპოვეს
ქალაქ ზესტაფონში 15-17 აპრილს, კიგბოქსინგში იმერეთის ღია პირველობა გაიმართა , სადაც მონაწილეობას მარნეულის სპორტული სკოლის ოთხი აღსაზრდელი იღებდა. მარნეულის სპორტული სკოლის პიარის სამსახურში, რადიო ,,მარნეულს" უთხრეს, რომ სპორტსმენებმა შეჯიბრზე, პირველი-მეორე ადგილები მოიპოვეს.

,, ოთხი წონითი კატეგორიიდან სამი ჩემპიონი, ხოლო ერთი მესამე ადგილის მფოლბელი გახდა. 45 კგ წონით კატეგორია- პირველი ადგილი გიორგი მირზონიანმა, 42 კგ წონით კატეგორია- პირველი ადგილი მიშა გიორგობიანმა . 100+ წონით კატეგორია პირველი ადგილი - მიშა ცარციძემ და 32 კგ წონით კატეგორია მეორე ადგილი- დიმა ვართანიანმა მოიპოვეს".- თქვეს მარნეულის სპორტულ სკოლაში.

სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა, ტურნირზე მიღწეული შედეგებისთვის, ტურნირის თასი მოიპოვეს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები