აჰლი-ბეითში ლეიკემიით დაავადებული აკრამისათვის სისხლის ჩაბარების აქცია ჩატარდება
11 მაისს მარნეულში, აჰლი-ბეითის კავშირში, 2 წლის აკრამისათვის სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ზეინაბის“ ფონდის თავმჯდომარე სამირ გიორარხმა განაცხადა, რომ სისხლის ჩაბარების აქცია ბეტა-ტალასემიით დაავადებული დენიზისთვისაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ მისი მკურნალობის თანხები უკვე შეგროვდა რის გამოც სისხლის ჩაბარების აქცია აკრამისათვის ჩატარდება.

2 წლის ბიჭი ლეიკემიით არის დაავადებული და მას 3 თვის განმავლობაში თურქეთში უნდა ჩაუტარდეს ოპერაცია. აკრამის ოჯახს ამისთვის 90 000 დოლარი ესაჭიროება.

სამირ გიორარხის თქმით, აკრამის მამა თურქეთის მოქალაქეა და ამ ჟამად ციხეშია, დედა კი აკრამთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა მძიემა და ამიტომ ისინი ბავშვისთვის ოპერაციის გასაკეთებლად დახმარებას ითხოვენ.

სისხლის ჩაბარების აქცია 10:00 საათიდან დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ აკრამი ახლა თბილისში მდებარე იაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

საკონტაქტო ნომრები:

593 69 93 33
555 54 84 57


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები