„ყველა მოულოდნელ მოვლენაზე თვითონ მინისტრი აგებს პასუხს“ - სამირა ბაირამოვა შსს-ს მასზე განხორციელებულ მუქარაზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს
მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავ მოუწოდებს მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე გამოძიება ეფექტურად აწარმოოს. ბაირამოვა მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ ორ თვეზე მეტია სამართალდამცველებმა მასზე განხორციელებული მუქარის ფაქტზე მხოლოდ ერთი პირი დაკითხეს, რომელიც მუქარის მიუხედავად კვლავ თავისუფალია.

„ალტ ინფოსა და კონსერვატიული მოძრაობის“ ინციდენტთან დაკავშირებულ მუქარასა და შეურაცხყოფასთან დაკავშირებით 10-მდე პირთან დაკავშირებით შევიტანეთ საჩივარი, ასევე ცალკე საჩივარი შევიტანეთ მუქარისა და ულტიმატუმის ვიდეოზე, რომელიც მარნეულში მისულმა 50-მდე პირმა გაავრცელა თავისი გვერდზე.
ამ ორი თვის განმავლობაში მათ დარჩენილ პირთა ვინაობის დადგენა ვერ შეძლეს. ჩვეულებრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სუს-მა ზუსტად იციან, ვინ ვისთან გაათია ღამე და მათი ვინაობას ვერ დადგინეს? იქნებ იმ ხალხიდან ზოგერთები შსს-ს თანამშრომლის მეზობელი, ნათესავი ან ახლობელია?“.
- აცხადებს სამირა ბაირამოვა

სამირა ბაირამოვა უკვე ორი თვეა რაც საქართველოს პროკურატურის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაშია ჩართული. ერთ თვეში ბაირამოვა დაცვის სპეციალურ პროგრამას დატოვებს, მაგრამ შიშობს, რომ პროგრამის დასრულების შემდგომ შესაძლოა მის მიმართ გამოთქმული მუქარა შეასრულონ. აცხადებს, რომ დაცვის სპეციალურ პროგრამას არ გააგრძელებს, რადგან იმედს იტოვებდა, რომ შსს საქმეს გამოიძიებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მომავალში მასზე განხორციელებულ, შესაძლო, თავდასხმაზე პასუხისმგებლობას კი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს აკისრებს.

„ყველამ იცის, ვინ მართავს ალტ ინფოსა და კონსერვატიულ მოძრაობას. ინტერნეტ სივრცეში სუს-ის თავჯდომარეს და შსს მინისტრს ერთობლივი ფოტოც კი არის მათ მხარდამჭერებთან. მე კი გთავაზობთ, "ქართველობისა და საქართველოს დამცველი ორ კაპიკიანი მოღალეტეების" თავისუფლების გადასარჩენად აიღოთ სიგიჟის მოწმობა და საქმე დახუროთ, ოღონდ გიჟების თავშესაფარში მაინც გამოუგზავნეთ, რომ ჩვენ გარეთ ნორმალური ცხოვრება გავაგრძელოთ. სრულად მესმის თქვენი ეკლესისა და რუსეთის მიმართ შიშის, რაც ბუნებრივია, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა მზად არის გაერთიანებისთვის ყველა მავნე ძალების წინაღმდეგ საერთო სახელმწიფოებრივი კეთილდღეობისთვის, მაგრამ თქვენ თვალში ის დესტრუქციული და გარე ჯგუფები კი არა ჩვენ ვართ მტრები, რომელიც მიუხედავად ყველაფერისა მზად ვართ ჩვენ ქვეყნას და სახელმწოფოს დავეხმაროთ, რადგან ეს ქვეყანა ჩვენია, არაა ვიღაცებს!“ - აცხადებს სამირა ბაირამოვა

რადიო „მარნეული“ ამ დრომე ელოდება პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან თუ რა ეტაპზეა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებული საქმის წარმოება.

სამირა ბაირამოვამ სამართალდამცავ უწყებას 15 მარტს მას შემდეგ მიმართა, რაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა.

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია