მარნეულის მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის და მერიის
მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის ტენდერები კიდევ
ერთხელ ჩაიშალა.
21 აპრილს, მერიის შენობის რეაბილიტაციისათვის, გამოცხადებულ ტენდერში
მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს „აიტინეომ“ მიიღო მონაწილეობა, რომელმაც
მერიას შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქცია 189 175 ლარად
შესთავაზა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის
რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების შესყიდვის ელექტრონული
ტენდერის სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის შესაბამისად, შპს
„აიტინეომ“ ვერ დააკმაყოფილა ტენდერის პირობები, რადგან 2019 წლის
პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე კომპანიას უნდა
ჰქონოდა შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულისა და
შინაარსის სამუშაოები რომელთა ღირებულებაც 1 059 300 ლარზე მეტი უნდა
ყოფილიყო. შპს „აიტინეომ“ სწორედ ამიტომ მიენიჭა დისკვალიფიკაცია,
რადგან მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 004 042 ლარს
არ აღემატება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიის
რეაბილიტაცია/კეთილმოწობის სამუშაოების შესყიდვისათვის პირველი
ტენდერი 2022 წლის 18 მარტს, ხოლო მეორე ტენდერი 18 აპრილს
გამოაცხადა.
აღნიშნულ ტენდერებში მონაწილეობა არც ერთ კომპანიას მიუღია.
მარნეულის მერიამ შენობისა და მიმდებარე ეზოს
რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის ტენდერები უკვე მესამედ დღეს, 14 ივნისს,
გამოაცხადა. სატენდერო წინადადებების ღირებულება მერიას არ შეუცვლია.
მერიის შენობის რეაბილიტაცია/რეკონსტრუქციის სამუშაოების
შესყიდვისთვის თვითმმართველობა 235 396 ლარის, ხოლო მერიის მიმდებარე
ტერიტორიის რეაბილიტაცია/კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვისთვის 720
702 ლარის დახარჯვას გეგმავს.
რადიო „მარნეული“