მარნეულის მერია მიწისძვრით დაზიანებულ 21 კერძო სახლს გაამაგრებს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ 13 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზიანებული კერძო სახლების გამაგრებით/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის სამი ტენდერი გამოაცხადა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მანრეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ ზარალის დამთვლელმა სპეციალურმა კომისიამ მიწისძვრის შედეგად მიღებული ზიანი შეისწავლა, რის საფუძველზეც მთავრობამ 130 000 ლარი გამოყო.

„უკვე თანხა მიღებული გვაქვს და მოამზადა უკვე შესაბამისმა კომისიამ დეფექტური აქტები და გამოცხადებული გვაქვს ტენდერი რომ რაც დაზიანებულია სახლები რომ გავარემონტოთ“. - განაცხადა ვუგარ მამედოვმა

მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიწისძვრტით დაზარალებულ 21 სახლს შეაკეთებენ.

მარნეულის მერიამ სოფელ დაშტაფაში, კასუმლოში, კაჩაგანში, შულავერში და ზემო სარალში სახლების გამაგრებითი/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის 39 391 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. 33 823 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა სოფელ მოლაოღლში, სადახლოში, ხოჯორნში და ცოფში საცხოვრებელი კერძო სახლების გამაგრებითი/სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ხოლო სოფელ ჯანდარის დასახლებაში, ნასიმის ქ. N16; ქ. მარნეული, რუსთაველის ქ N75ე; ქ. მარნეული, უიარაღოს ქ.N1; ქ. მარნეული, ჟორდანიას ქ N32; ჯანდარის დასახლება, 9 ძმის ქ. N25 და სოფელი ჯანდარაში საცხოვრებელი კერძო სახლების გამაგრებითი / სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვისათვის 34 842 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

13 თებერვალს, 22:25 საათზე, დმანისში, სოფელ სამებასთან , 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა მარნეულშიც.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები