"ბავშვების და გარდაცვლილების სურათები არ გააზიარონ"- მარნეულში ტრაგედიის შედეგად დაღუპული ქალის ნათესავის მიმართვა
„მე მივმართავ ყველას და მინდა გითხრათ,.რომ ბავშვების და გარდაცვლილების სურათები არ გააზიაროთ!“ – 26 ივნისს მარნეულში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ქალის ნათესავმა, შუქურ ალაგეზოვმს რადიო მარნეულის გადაცემა იჯმალში განაცხადა.

მისი თქმით, შემთხვევის დღიდან სოციალურ ქსელებში ადამიანები დაღუპულების და დაზარალებულების სურათებს, ვიდეოებს აზიარებენ.

„გუშინ ცრუ ინფორმაციები გავცელდა, რომ ბავშვის მდგომარეობა ცუდადაა და სურათები გააზიარეს. მე ყველას მივმართავ და მინდა გითხრათ, რომ ბავშვის მდგომარეობა უკეთესია. არ გააზიაროთ ბავშვების სურათები. ამავდროულად დაღუპულთა სურათებს ნუ სზიარებთ. იმიტომ რომ მათი ოჯახის წევრები მძიმე დღეში არიან და კარგი იქნება თუ არ გააზიარებენ. ყველა ფოტო, ვიდეო წაშალონ. თუ უნდა მიუსამძიმრონ, დარეკონ ან პირდაპირ ოჯახთან წავიდნენ. სოცილაურ ქსელებში სურათის გაზიარება გულწრფელობა არაა“.

რადიო მარნეულის ინფორმაციით, ექიმები ორი ბავშვის მდგომარეობას სტაბილურად აფასებენ.

ტრაგედიის დროს გადარჩენილი ჩვილი კი თბილისში „ჯერარსის“ კლინიკის რეანიმაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.

მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე აივნების ჩამონგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა, მათგან ერთი ორსულად იყო. ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მულით დაიწყო, რაც სამთო, სამშნებელო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები