მოლაოღლიში შიდა გზები წელს არ დაიგება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლაოღლიში შიდა გზების დაგება წელს აღარ იგეგმება. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტში სოფელში შიდა გზების დაგებისათვის თანხებიც იყო გამოყოფილი, მაგრამ წელს სამუშაოები გადაიდო.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ პროექტის განხორციელების საჭიროება წელს აღარ იყო რის გამოც მოლაოღლის შიდა გზების დაგებისათვის გათვალისწინებული თანხა სხვა პროექტებზე გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას ბიუჯეტში აღნიშნული იყო, რომ წელს მოლაოღლის შიდა გზების დაგებისათვის 400 000 ლარი იყო გამოყოფილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები