მარნეულის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი სუს-ის ყოფილი უფროსის მიერ გავრცელებულ მასალებში
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და “სამართლიანმა არჩევნებმა” გამოაქვეყნეს კვლევა, რომელიც 2018-2020 წლებში ჩატარებული არჩევნებისას სავარაუდოდ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არაკანონიერი გზებით ამომრჩევლის ხმების მობილიზების დამადასტურებელ ფაქტებს შეიცავს. ორგანიზაციების განცხადებით, კვლევაში ასახულია ფაქტები, რომელიც მათ “ქართული ოცნების” ყოფილმა წევრმა და სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ იოსებ გოგაშვილმა მიაწოდა.

კვლევის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მაღალი ალბათობით დასტურდება სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების პარტიული მიზნებით გამოყენება.

ამასთან, კვლევის თანახმად, მმართველი პარტია “მაღალი ალბათობით” არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ და ინტერესდებოდა, რა სახის ზეგავლენის მოხდენა შეეძლო მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით.  ამის მაგალითად კვლევაში მოცემულია მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები.
გამოქვეყნებულ კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მარნეულში წინასაარჩევნოდ მიმდინარე მოვლენებს. ორგანიზაციების მიერ დაწერილ ანგარიშში წერია:

მარნეულში პოლიტიკურ ოპონენტებზე მასშტაბური ზეწოლის გეგმა
" This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ის კორესპონდენციაში, ასევე, იძებნება 2018 წლის 11 ნოემბრის ე.წ „დაფორვარდებული“ წერილი, რომელიც 9 ნოემბერს This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it დან მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it გაიგზავნა



წერილიდან ჩანს, რომ
მამუკა ნავერიანი მარნეულში პოლიტიკური ოპონენტების და მათზე ზემოქმედების შესაძლებლობების შესახებ აგზავნის წერილს. მამუკა ნავერიანი 2018 წელს მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. როგორც ტექსტში არის აღნიშნული, წერილს თან ახლავს ორი დოკუმენტი. პირველი დოკუმენტი 18 გვერდისგან შედგება და მასში მარნეულის მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მიხედვით დეტალურადაა აღწერილი ის პირები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ არ უჭერენ მხარს (სულ 200-მდე ადამიანი). დოკუმენტში აღწერილია ამ პირების
საქმიანობა, ნათესაური კავშირები, სოციალური კავშირები და გავლენები. განსაკუთრებით ხაზი აქვს გასმული ისეთ შემთხვევებს, როდესაც ოპოზიციურად განწყობილ პირს ან მის ოჯახის წევრს აქვს ბიზნესი (როგორც წესი, საუბარია მცირე ბიზნესზე - მაღაზია, ავტო
სამრეცხაო, ჩაიხანა და ა.შ.), ან მუშაობს საბიუჯეტო ორგანიზაციაში. აგრეთვე, დოკუმენტში ხშირად არის მითითებული, რომელიმე პირი ფლობს თუ არა არაპრივატიზებულ მიწას; ზოგიერთი ბიზნესის მესაკუთრის გასწვრივ მიწერილია სიტყვა „ზედამხედველობა”, აგრეთვე ახალგაზრდებზე გვხვდება მითითება „ჯარი”.

პარტიის მხრიდან კონკურენტი პარტიების მხარდამჭერთა შესახებ საჯაროდ
გავრცელებული ინფორმაციის შეგროვება უკანონო ქმედება არ არის, თუმცა დოკუმენტებში გვხვდება ისეთი ინფორმაციაც, რომელიც შესაძლოა არასაჯარო წყაროებიდან არის მოპოვებული. გარდა ამისა, დოკუმენტების შინაარსიდან ჩანს, რომ ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე ასეთი ინფორმაციის მოძიების მიზანი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით მათზე ზეწოლის მოხდენა იყო. ამას ადასტურებს კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელშიც ინფორმაცია დალაგებული იყო იმ ორგანოებს/უწყებების მიხედვით, რომლებიც პირველ დოკუმენტში ჩამოთვლილ პირებზე ზემოქმედების მიზნით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული.









ესენია შემოსავლების და
ზედამხედველობის სამსახური, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, პოლიცია, პრობაციის სამსახური და სამხედრო კომისარიატი. ცალკე კატეგორიად იყო გამოყოფილი კერძო სექტორი, ჯანდაცვა და პარტია დოკუმენტებიდან იკვეთება, რომ სავარაუდოდ ნავერიანი მმართველ პარტიას ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ სახელმწიფო რესურსებით ზეწოლის ყველა შესაძლო გზის გამოყენებას სთავაზობდა, რაც ძალიან კონკრეტულად და დეტალურად ჰქონდა აღწერილი. შემოთავაზებული ქმედებები განხორციელების შემთხვევაში სისტემური ხასიათის სამოხელეო დანაშაულების ჩადენას გულისხმობს და ძნელად სავარაუდოა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ასეთი გეგმა პარტიისთვის ისე შეეთავაზებინა, რომ არ არსებობდა მისი წინასაარჩევნოდ გამოყენების დამკვიდრებული პრაქტიკა და შესაბამისი პოლიტიკური ნება."- წერია კვლევაში

ამასთან, კვლევის თანახმად, მმართველი პარტია “მაღალი ალბათობით” არასაჯარო წყაროებიდანაც აგროვებდა ინფორმაციას ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერების შესახებ და ინტერესდებოდა, რა სახის ზეგალენის მოხდენა შეეძლო მათზე სხვადასხვა სახელმწიფო რესურსის გამოყენებით. ამის მაგალითად გკვლევაში მცოემულია მარნეულის საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის მოადგილის მამუკა ნავერიანის სახელით 2018 წელს გაგზავნილი წერილები.

მამუკა ნავერიანმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია 2021 წელს დატოვა. თანამდებობიდან გადადგომას უძღოდა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ამირან გიორგაძესთან კონფლიქტი. მამუკა ნავერიანი ყოფილი პარლამენტარის თამაზ ნავერიანის ძმის შვილია. შეიძლება ითქვას, რომ მისი პოზიციების შესუსტება ადგილობრივ დონეზე, ბიძამისის გავლენების შესუსტებასაც უკავშრდება. მამუკა ნავერიანის ოჯახი, წლების განმავლობაში მარნეულში სპორტულ სფეროს კურირებდა. საკრებულოდან წასულმა ნავერიანმა კარიერა სპორტული სკოლის ხელმძრვანელის პოსტზე გააგრძელა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები