მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ
12 სოფელში გზების დაგებისა და ხიდების მშენებლობისათვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაძენად ტენდერი
გამოაცხადა.
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების და ხიდის
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების
შესყიდვას მარნეულის მერია 153 966 ლარად გეგმავს.
გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს რომლის შესყიდვისთვისაც მერიამ
ტენდერი გამოაცხადა:
სოფელ სადახლოს და სოფელ ხოჯორნის შიდა გზების რეაბილიტაცია -
პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 200 000 ლარი.
სოფელ სადახლოს არსებული ხიდის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო
ღირებულება 150 000 ლარი.
სოფელ ამბაროვკას შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო
ღირებულება 450 000 ლარი.
სოფელ დამია–გეურარხში საჯარო სკოლის მისასვლელი გზის მოასფალტება -
პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 000 ლარი.
სოფელ შულავერში ე.წ: მ.ტ.ს დასახლების შიდა გზების მოასფალტება -
პროექტის სავარაუდო ღირებულება 700 000 ლარი.
სოფელ მეწამულას მისასველი გზის მოასფალტება - პროექტის სავარაუდო
ღირებულება 400 000 ლარი.
სოფელ წერეთელი ახალი დასახლების გზის
მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება 650 000 ლარი.
სოფელ საიმერლოს ქუჩების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო ღირებულება
400 000 ლარი.
სოფელ დიოკნისის შიდა გზების მოასფალტება (სრული II ეტაპად) -
პროექტის სავარაუდო ღირებულება 850 000 ლარი.
სოფელ ქუთლიარის შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო
ღირებულება 500 000 ლარი.
სოფელ ლეჟბადინის შიდა გზების მოასფალტება - პროექტის სავარაუდო
ღირებულება 500 000 ლარი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ 12 სოფელში გზებისა და ხიდების
მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმენტაციის
შედგენის ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო
წინადადებების წარდგენა 15-დან 18 ოქტომბრამდე პერიოდში
შეეძლებათ.
რადიო "მარნეული"