როგორ მოვხვდე მარნეულში - გზამკვლევი
როგორ მოვხვდე მარნეულში? - ამ კითხას ბევრი გვეკითხება. მარნეული თბილისთან საკმაოდ ახლოს არის და აქ მოხვედრაც მარტივია.
ქალაქი მარნეული თბილისიდან დაახლოებით 40 კილომეტრში მდებარეობს. თბილისის საცობების გაუთვალისწინებლად, დედაქალაქიდან მარნეულის ცენტრამდე მოსასვლელად მაქსიმუმ 40 წუთია საჭირო.

საიდან გადის მარნეული-თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ყველაზე ცნობილი და პირველი საჯარო ტრანპორტი, რომელმაც თბილისი-მარნეულის მიმართულებით დაიწყო მუშაობა, სამარშრუტო ტაქსებია. მათი ლოკაცია თბილისში რკინიგზის სადგურის პირველ სართულზეა (ოქროს ბირჟის მოპირდაპირე მხარეს) მარნეულში კი იგივე მარშუტკები მარნეულის სტადიონთან, N5 ქართულენოვან სკოლასთან ჩერდება. მგზავრობის ღირებულება 3 ლარია.

მარნეული-თბილისის მიმართულებით ასევე მოძრაობენ მინივენებიც. მათი ღირებულებაც 3 ლარია. ბოლო გაჩერება თბილსიში ვაგზლის მოედანზეა. ( ყოფილი ბავშვთა სამყაროს წინ)



მარნეულში მინივენები ბაზრის მიმდებარედ, შუქნიშანთან დგანან.

როგორც სამარშრუტო ტაქსები, ასევე მინივენები, ყოველ 15 წუთში გადიან როგორც თბილისიდან, ასევე მარნეულიდან.

ტრანსპორტის პირველი რეისი 07:00 საათზე სრულდება, ბოლო კი დაახლოებით 20:00 საათამდე მუშაობს.



მარნეულში მოხვედრად ასევე შესაძლოა ავტოსტოპით გამგზავრება.

ორი ლოკაცია არსებობს თბილისიდან, რომელიც უფრო მეტ შანს გაძლევთ რომ რამე ტრანსპორტს გამოყვეთ:

• ორთაჭალა (ყოფილი ციხეების ტერიტორიიდან)
• რუსთავის გადასახვევი

მარნეულში მოსახვედრად შეგიძლიათ გაჰყვეთ ბოლნისის ან დმანისისკენ მიმავალ ტრანსპორტსაც, რადგან მათ მარნეულის მოედნის გავლა ყველა შემთხვევაში მოუწევთ.



თბილისიდან მარნეულში მიმავალი გზა მოწესრიგებულია. თქვენ გაივლით: თელეთის, კუმისს, და კოდას.

მგზავრობის ყველაზე ძვირი შესაძლებლობა კერძოდ დაქირავებული ტაქსია. მარნეულელი ტაქსისტები თბილისში სავარაუდოდ 30-50 ლარის ფარგლებში წაგიყვანენ.

წლების განმავლობაში მარნეულის შესახებ ბევრი სტერეოტიპი არსებობდა და დღემდე არსებობს. მარნეულის მუნიციპალიტეტი იდეოლოგიურად ბევრისთვის ძალიან შორს არის. თუმცა ამ სტერეოტიპებისგან გათავისუფლებისთვის უნდა სცადოთ ჩამოსვლა, როგორც საქმისთვის ასევე აქ მცხოვრებლების გასაცნობად.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები