ნაქსოვი სათამაშოები - მარნეულელი საბინა ახმედოვას მცირე ბიზნესი
24 წლის მარნეულელი საბინა ახმედოვა უკვე ერთი წელია რაც სხვადასხვა სახის ჩანთებს, სათამაშორებსა და აქსესუარებს ქსოვს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ახმედოვა აცხადებს, რომ თავდაპირველად ქსოვა თავისი შვილისათვის დაიწყო.

„ქსოვის სწავლის მიზანი ის იყო რომ პატარა ვაჟი მყავს და მისთვის პირველი სათამშო მე თვითონ მინდოდა მომექსოვა. მინდოდა ჩემი ხელით მომემზადებინა, ჩემი ხელნაკეთი ყოფილიყო. ინტერნეტში ვუყურებდი ვიდეოებს და ისე ვისწავლე ქსოვა“.

ახალგაზრდა მქსოველი ამბობს, რომ ერთი სათამაშოს მომზადებას მაქსიმუმ 2 დღე სჭირდება, მაგრამ ვინაიდან ის დედაა და ბავშვს ზრდის ამ საქმისათვის 4-5 დღე მაინც სჭირდება.



ახმედოვან ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა მეგობრის რჩევით დაიწყო. პირველი ნაქსოვიც მეგობრის რჩევით განათავსა ონლაინ გასაყიდად რის შემდეგაც მისმა ნახელავმა პოპულარობა დაიმსახურა და კლიენტების რაოდენობაც გაიზარდა.

„დაქალმა პირველივე დღეებიდან მხარი დამჭირა და მითხრა ბევრი უნდა მოქსოვო, გაყიდოო. მერე დავიწყე ამ საქმის უფორ სიღრმესეულად შესწავლა“.

ამბობს, რომ მარნეულში ქსოვით ბევრი ადამიანი დაინტერესებული არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ამ ხელსაქმის მიმართ ინტერესი გაიზარდა. საბინამ მცხეთაში ერთი ქალი გაიცნო, რომელსაც ხელნაკეთი ნივთების მაღაზია აქვს, მის ნაქსოვს გარკვეული პერიოდი სწორედ ამ მაღაზიაში ჰყიდდა. დროთა განმავლობაში კი სოციალურ ქსელში პოპულარობა მოიპოვა და ნაქსოვის გაყიდვა იქ დაიწყო.

„მარნეულში ძირითადად ადამიანები სათამაშოებს, დათვს, კაბის ჩაცმულობით კურდღელს მიკვეთავენ“.



სათამაშოების ზომის მიხედვით ფასები ცვალებადია, ერთი სათამაშოს მაქსიმალური ფასი კი 25 ლარია. ახმედოვას ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ მარნეულში საჭირო ძაფებს ვერ შოულობს. ამბობს, რომ ზოგი შეკვეთა თხელ და სქელ ძაფებს მოითხოვს, მარნეულში კი მხოლოდ სქელი ძაფების შეძენას ახერხებს. ამიტომ შეკვეთების მოსამზადებლად მასალების ყიდვა ონლაინ უწევს.

საბინას ხელნაკეთი ნივთების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ მის ინსტაგრამ გვერდს - @_handmade_sabi


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები