დარბაზელმა ახალგაზრდებმა ბაღის ასაშენებლად მოსახლეობის ხელმოწერები შეაგროვეს

15 ნოემბერს ბოლნისელი ახალგაზრდების ჯგუფმა მუნიციპალიტეტში პეტიცია შეიტანა.

ახალგაზრდების განცხადებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზში არ არსებობს საბავშვო ბაღი რის გამოც ადგილობრივებმა ხელმოწერები შეაგროვეს და მერიას ბაღის აშენების მოთხოვნით მიმართეს. პეტიციის მიზანი 2023 წელს სოფელში საბავშვო ბაღის აშენებაა.

სამოქალაქო ატივისტის ნაშირ ორდუხანოვის თქმით, დარბაზი მაღალმთიანი სოფელია, საბავშვო ბარის არარსებობა კი მოსახლეობას სხვადასხვა სახის პრობლემებს უქმნის. ისინი 2023 წელს ამ პრობლემის მოგვარებას იმედოვნებენ. ნაშირის თქმით ბაღების საზღვირსპირა, მაღალმთიან რეგიონებში მოქმედება მომავალი თაობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.

„როგორც იცით რამდენიმე დღეა დარბაზის თემში ბაღის მშენებობის მოთხოვნით ჩვენ, მოქალაქეებმა ხელმოწერები შევაგროვეთ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს პეტიციით მივმართეთ. პეტიციას ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 652 მოქალაქე აწერს ხელს“.

ორდუხანოვის თქმით, დარბაზში საბავშვო ბაღის აშენების მიზნის მისაღწევად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი თანამშრომლებისაგან მხარდაჭერას ელოდებიან.

„გარდა ამისა მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ამ პროცესში ბოლნისის მერის ბატონ დავით შერაზადიშვილის, მაჟორიტარი დეპუტატის ბატონი გოგი მეშველიანის, საკრებულოს თავმჯდომარის ბატონ თამაზ ჯორჯოლიანის, საკრებულოს ყველა წევრის, ცენტრალური ხელისუფლების, პარლამენტის წევრების, მედიებისა და საქართველოს მოსახლეობის განსაკუთრებული მხარდაჭერას ველოდებით!“

აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დარბაზის თემში 4 სოფელი შედის. ამ სოფლის ბავშვებს კი საბავშვო ბაღში სიარული სოფლიდან 20 კილომეტრით დაშორებულ რატევანის საბავშვო ბაღში უწევთ.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები