მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ახალ დიოკნისში სავარჯიშოების
მოწყობისა და სოფელ ალავარში სკვერის შემოღობვისათვის გამარტივებული
შესყიდვა შპს „სოფო“-სთან გააფორმა.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფლებში პროექტის განხორციელება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადაწყვიტა. ორივე პროექტის
საერთო ღირებულება 31 684 ლარს შეადგენს. აქედან 22 517 ლარი ახალ
დიოკნისში სავარჯიშოების, ხოლო 9 166 ლარი ალავარის სკვერის
შემოღობვისათვისაა გამოყოფილი.
მარნეულის მერიამ შპს „სოფო“-სთან გამარტივებული
წესით ხელშეკრულება
16 ნოემბერს გააფორმა. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების
მიხედვით შპს „სოფო“ ვალდებულია მასზე დაკისრებული სამუშაოები
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში შეასრულოს.
რადიო „მარნეული“