დაიწყო ინგლისური ენის უფასო კურსებზე მიღება მარნეულში
USAID პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში, PH International-თან პარტნიორობით იწყება ბიზნეს ინგლისურის 7½ თვიან კურსი 18-29 წლის ახალგაზრდებისთვის.

კურსის მიზანია განავითაროს პროგრამაში ჩართული ახალგაზრდების ენობრივი კომპეტენციები სამეწარმეო და ბიზნეს მიმართულებით.

ინგლისური ენის კურსი ითვალისწინებს 120-საათიან ინსტრუქტაჟს პროფესიულ ინგლისურში, რომელიც ორიენტირებულია ბიზნეს ინგლისურის შესწავლაზე და მოიცავს სწავლებას საქართველოში დამწყები ბიზნესის ძირითად მოთხოვნებზე, ბიზნეს გეგმის შემუშავების საწყისებზე, სოციალური მედიის გამოყენებაზე მარკეტინგული მიზნებისთვის და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.

ინგლისური ენის კურსი დაიწყება 2022 წლის დეკემბრიდან. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ 2 საათის განმავლობაში.
ენის კურსს წარუძღვებიან გამოცდილი და კვალიფიციური ტრენერები.

ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე კონკურსის საფუძველზე შეირჩევა ყველა ლოკაციაზე 20 მონაწილე.

❗პროგრამაში ჩართულ ახალგაზრდებს მოეთხოვებათ დაესწრონ გაკვეთილების 70%-ს მაინც და მათი ყოველთვიური შეფასება არ უნდა იყოს 7 ქულაზე დაბალი (შეფასების 10 ქულიანი სისტემის მიხედვით).
გაცდენების შემთხვევაში მონაწილე ჩანაცვლდება სარეზერვო კანდიდატით. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია რეგიონის მიხედვით: მარნეული - https://bit.ly/3ufawI5
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები