შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში შშმ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა
დღეს, პირველ დეკემბერს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. შსს-ს წარმომადგენლებმა მარნეულში მცხოვრებ შშმ პირებს სამინისტროში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და განიხილეს შშმ პირთათვის განსაზღვრული სერვისები.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა თამარ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის პრიორიტეტულია შშმ პირთა
უფლებების დაცვა და უფლებათა დაცვის რეალიზებაში ხელშეწყობა.

„ამ მიმართულებით ჩვენ არაერთ საქმიანობას ვახორციელებთ. 2021 წლის 31 მარტს შსს-ს მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა რომლის ეფექტური აღსრულების მიზნით უწყებამ არაერთი მნიშნველოვანი ღონისძიება განახორციელა და ხელშესახებ შედეგსაც მიაღწია. ამავე დოკუმენტში განისაზღვრა სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში შშმ პირთა ჩართულობა, რომლის უზრუნველსაყოფად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა“.

ადამიანის უფლებების დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საკონსულტაციო ჯგუფში გაწევრიანებული არიან შსს-ს ყველა იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი რომელიც განსაზღვრულია სამოქმედო გეგმაში გაწერილი აქტივობების შესრულების საკითხზე პასუხისმგებელ ერთეულად. საბჭოს წევრები არიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შშმ პირების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები.

„აქტიურად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტორს თანამშრომლების გადამზადების პროცესი. გარდა რეაგირების ნაწილისა, რათა თანამშრომლებს შეეძლოთ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, ჩვენ ვამონიტორინგებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებს და ვცდილობთ, რომ თუ ადამიანი შშმ სტატუსის გამო გახდა რომელიმე დანაშაულის მსხვერპლი ეს იქნეს აღრიცხული საგამოძიებო და საპროცესო დოკუმენტაციაში და მოტივი სწორად დაიდენტიფიცირდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის პრიორიტეტულია დისკრიმინაციულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირებაც, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით, დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების პროცესის სწორად წარმართვა“.

თამარ მჭედლიშვილის განმარტებით, მნიშნველოვანია შშმ პირებთან პირისპირ შეხვედრა და მათთვის საკუთარ უფლებებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება.
შშმ პირებისათვის სპეციალური სერვისები შექმნა შსს-ს მომსახურების სააგენტომაც.

„შსს მომსახურების სააგენტოში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის სრულად ადაპტირება შშმ პირებისთვის, თანამშრომლები დამატებით გადამზადდნენ ჟესტურ ენაში, ამასთან, დაინერგა ე.წ. „მითერების“ ინსტიტუტი. შშმ პირზე მორგებული კომუნიკაციის დამყარების მიზნით, შემუშავებული და დანერგიალია კომუნიკაციის სტანდარტები, რომლის მიხედვით მიმდინარეობს თანამშრომელთა გადამზადება“. - აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში

შშმ პირებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორი მარიამ სამხარაძე. სამხარაძის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების შშმ პირებთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელისა და შსს-ს რეგიონალური კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენლები სხვადდასხვა რეგიონებში შშმ პირებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ატარებენ.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები