მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2023 წლის განმავლობაში
სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული მარნეულში განსახორციელებელი
პროექტები მოიწონა.
საკითხის მომხსენებელმა ადილ ალიევმა საკრბეულოს სხდომაზე განაცხადა,
რომ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან
საკრბეულოში მოსაწონებლად პროექტთა სია 9 დეკემბერს შევიდა.
„გვთხოვენ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით შემდეგი
პროექტების განსახორციელებლად მარნეულის საკრბეულოს მოწონებას. ეს
პროექტებია: ქალაქ მარნეულში აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, სოფელ
ჩანახჩის წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ ბაიდარის შიდა გზების
მოასფალტება და სოფელ მოლაოღლის შიდა გზების მოასფალტებას. გთხოვთ
მოვიწონოთ ეს პროექტები, რათა რეგიონალური ფონდიდან დაფინანსდეს ეს
პროექტები“. - განაცხადა ადილ ალიევმა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 16 დეკემბერს გაიმართა.
დეპუტატებმა სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხთან დაკავშირებით
დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.
რადიო „მარნეული“