მარნეულში საახალწლო ნაძვის ხეს ხვალ აანთებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2023 წლის დადგომასთან დაკავშირებით საახალწლო ნაძვის ხეს 20 დეკემბერს აანთებს.

„20 დეკემბერს - სამშაბათს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, გეპატიჟებათ, მთავარი ნაძვის ხის ანთების გრანდიოზულ ღონისძიებაზე!“ - აღნიშნულია მარნეულის მერიის განცხადებაში

საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია მუნიციპალიტეტში 13:00 საათიდან დაიწყება და 19:40 საათამდე გაგრძელდება.

გთავაზობთ ღონისძიების განრიგს:

13:00 სთ - 18:00 - ხელნაკეთი ნივთების და საახალწლო ტკბილეულის გამოფნა-გაყიდვა;
13:00 სთ - 16:00 - ანიმაციური ფილმების ჩვენება ღია სივრცეში (პოლარული ექსპრესი, საშობაო ზღაპარი და კლაუსი);
16:00 სთ -
18:00 - ანიმატორების შოუ მუსიკალური გაფორმებით;
17:00 სთ - თოვლის ბაბუა ელფების დახმარებით ბავშვებს დაურიგებს საჩუქრებს;
კონცერტი:
18:00 სთ - 18:20 სთ - გორის გოგონათა გუნდი - საახალწლო სიმღერების მიქსი;
18:30 სთ - ნაძვის ხის ანთება;
18: 40 სთ - 19:40 - ღამის შოუს ბენდი გელა გნოლიძის ხელმძღვანელობით;
19: 40 სთ - ფოიერვერკი.

ღონისძიება მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიას საახალწლო სამზადისი 404 321 ლარი უჯდება.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლო ნაძვის ხე 70 800 ლარად შეიძინა. ქუჩების ილუმინაციებით მორთვაში 197 100 ლარი გადაიხადა, ხოლო 30 დეკემბერს დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაში 136 421 ლარს დახარჯავს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები