მაღალაშვილის ხიდის რეაბილიტაციისთის მარნეულის მერიამ 1 893 840 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში , რუსთაველის ქუჩაზე არსებული, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

ხიდის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, დაგეგმილია ხიდის და ხიდისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

„ესტოკადას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 2011 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ტენდერის საშუალებით, თუმცა აღნიშნული რეაბილიტაციის დროს განხორციელდა მხოლოდ საფეხმავლო ბილიკების, მოაჯირების და გარე განათების მოწყობის სამუშაოები, თავად ესტოკადის სავალი ნაწილის,
სადეფორმაციო ნაკერების და ჰიდროიზოლაციის მოწყობის სამუშაოები აღნიშნული რეაბილიტაციის ფარგლებში არ განხორციელებულა. გარდა ამისა შემდგომი წლების განმავლობაში არაერთხელ მოხდა ესტოკადაზე სავალი ნაწილის გადაგება, რამაც დღევანდელი მდგომარეობით ძალზედ დაამძიმა ესტოკადის ისედაც დამძიმებული სავალი ნაწილი. გარდა ამისა ესტოკადაზე მოწყობილია მონიკელებული ლითონის მოაჯირები ორმაგი ნაწრთობი მინის შემავსებლით, რაც ექსპლუატაციაში საკმაოდ ძვირადღირებულია და საფრთხის შემცველია ესტოკადის ქვეშ ფეხითმოსიარულეთათვის, რადგანაც ესტოკადაზე მოძრავი სატრანსპორტო ნაკადების მიერ გამოწვეული ვიბრაციის გამო არაერთხელ მომხდარა მინების ჩამსხვრევა“


პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია ხიდის ქვეშ გზის გაგანიერება, რომელსაც ცალი მხრიდან გაუყვება ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი და ასევე გათვალისწინებულია რკინიგზის გადასასვლელზე ფეხით მოსიარულეთათვის სპეციალური ფილების მოწყობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციას 1 893 840 ლარად გეგმავს.

საპროექტო წინადადების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს. საპროექტო წინადადებაში აღნიშნულია, რომ ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად მოხდება, რათა შესაძლებელი იყოს ხიდით სარგებლობა სამუშაოების განხორციელების დროს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები