მარნეულის მერია საინფორმაციო და მისალოცი ბანერების შესყიდვას 16 949 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2023 წლის განმავლობაში ქალაქის მასშტაბით, საჭიროებიდან გამომდინარე, ბანერების მონტაჟისა და დემონტაჟის შესყიდის ტენდერი გამოაცხადა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა აღნიშნული სახის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს. მათივე განმარტებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მერიის მოთხოვნის შესაბამისად დაამზადოს სხვადასხვა დიზაინის ბანერები და განათავსოს ისინი. ბანერები შესაძლოა იყოს საინფორმაციო სახის ან მისალოცი.

აღდგომის, ნოვრუზ ბაირამის, ახალი წლის და სხვადასხვა რელიგიური თუ ეროვნული დღესასწაულების მისალოცად ადგილობრივი თვითმმართველობა მარნეულში ყოველწლირად რამდენიმე ბანერს ანთავსებს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სარეკლამო და საინფორმაციო ბანერების შესყიდვის ტენდერი 18 იანვარს გამოაცხადა. მომსახურების შესყიდვას თვითმმართველობა 16 949 ლარად გეგმავს. ტენდერში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 24-დან 26 იანვრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები