სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა.
მარნეულის მუნიციპალიტეტმა მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს
20-22 იანვარს, უმასპინძლა. სპორტული ღონისძიება საქართველოს
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით,
საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციისა და მარნეულის
მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ” აზერბაიჯან ჰაუსის”
სპორტულ დარბაზში გაიმართა. როგორც რადიო „მარნეულს“ სალომე
ხარშილაძემ უთხრა აღნიშნული ჩემპიონატი მისი კარიერული წინსვლის
ერთ-ერთი წინაპირობაა და შეჯიბრისათვის აქტიურად ემზადეობდა.
„
ეს ჩემპიონატი ჩატარდა დიდების კატეგორიაში. მონაწილეობას ვიღებდით
24 გოგო . ეს შეჯიბრება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ამ
შეჯიბრით უნდა შეერჩიათ ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები ან ვინ
წავიდოდა გოგოებიდან ევროპის ჩემპიონატზე. საკმაოდ დიდი კონკურენცია
იყო , ვინაიდან 3 გოგოს და 3 ბიჭს შეეძლო მხოლოდ მოხვედრა. ამ
შეჯიბრებისთვის უკვე წინა შეჯიბრებიდან დავიწყე მზადება, რადგან თავი
კარგად წარმომეჩინა“ - თქვა სალომე ხარშილაძემ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
გოგოები:
პირველი ადგილი: ციკო ფუტკარაძე
მეორე ადგილი: სალომე ხარშილაძე
მესამე ადგილი: თეო კუტალაძე

ბიჭები
პირველი ადგილი: მირიან წულუკიძე
მეორე ადგილი: ბექა გუგეშაშვილი
მესამე ადგილი: ანრი ბასილაძე
აღსანიშნავია, რომ სალომე ხარშილაძე მარნეულის სპორტული სკოლის
აღსაზრდელია, მისი პირადი მწვრთნელი გიორგი გორდეზიანია.
ფოტოები: მარნეულის სპორტული სკოლა