ვის შეუძლია ისარგებლოს მიწის ნაკვეთის დახვნის უფასო პროგრამით
მარნეულის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის მიწის ნაკვეთების დახვნის პროგრამა წელსაც განხორციელდება. გადაწყვეტილება 30 ნოემბერს, მარნეულის საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საკითხი განსახილველად მერიის ქონების მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, აგილ ამირჯანოვმა გამოიტანა და თქვა, რომ პროგრამაში ჩართვა იმ ოჯახებს შეუძლიათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 100 000-მდე არის განსაზღვრული. მსურველები განცხადებით უნდა შევიდნენ მერის წარმომადგენლებთან თავიანთ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

„მოგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ყოველ წელს ააიპ „სუფთა მარნეულის“ მიერ ხორციელდება მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალუირად დაუცველი მოსახლეობის , ვისაც 100 000 ქულამდე აქვს, მიწის ფართობის მოხვნა დაახლოებით ნახევარ ჰექტრამდე. ამ პროგრამის ფარგლებში ყოველ წელს ვეხმარებით დაახლოებით 90 ოჯახს და ჯამში ვხნავთ 35 ჰექტარ მიწის ნაკვეთს. ვითხოვთ თქვენს თანხმობას, რომ წელსაც განვახორციელოთ ეს პროგრამა“ - თქვა აგილ ამირჯანოვმა.

მიწის დამუშავებას ააიპ „სუფთა მარნეული“ 5 ერთეული სპეციალური ტექნიკით უზრუნველჰყოფს. როგრც მუნიციპალური კომპანიის ხელმძღვანელი ჩვენთან საუბარში ამბობს, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც მერია მსურველი ოჯახების ერთიან ბაზას მიაწვდის. მუმლაძის თქმით, დახვნის სამუშაოების აქტიური ფაზა, სავარაუდოდ, თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები