შინაგან საქმეთა სამინიტრომ დააკავა პირი, რომელიც 15 წლის გოგოს
იძულებით ნიშნობაშია ბრალდებული.
ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ შსს-ში დაუდასტურეს და თქვეს, რომ გოგო
ახლა უსაფრთხო ადგილას იმყოფება. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა და 150 -ე
მუხლით.
126-ე მუხლი ძალადობას, ხოლო 150-ე მუხლი
იძულებას გულისხმობს.
რადიო „მარნეულის“ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის
წევრია.
ადგილობრივი მედიიის, Aktual.ge-ს ინფორმაციით მარნეულში15 წლის გოგო
გაუჩინარდა. შემთხვევა 2 თებერვალს მოხდა. მოზარდს, იძულებით
ნიშნავდნენ, რის გამოც 15 წლის გოგო სახლიდან გაიქცა.