რას დაუჭირეს მხარი ქუთლიარში და რის გაკეთებას ითხოვს მოსახლეობა
13 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარში სოფლის კრება ჩატარდა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი 20 000 ლარით, დარჩენილ უბნებზე გარე განათება მოეწყობა. ადგილობრივების სურვილი ასევე იყო სარწყავ არხზე გაფუჭებული სატუმბოს შეკეთება. როგორ მარნეულის მერიის საფინანსო-საბოუჯეტო სამსახურის უფროსმა, მაია ნავერიანმა კრებაზე განაცხადა, სატუმბოს მერია შეაკეთებს. მისივე თქმით, ეცდებიან, პრობლემა მანამდე მოაგვარონ, ვიდრე მოსახლეობა მიწებისნმორწყვას დაიწყებს.

მოსახლეობასთან შეხვედრები 1-დან 15 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 12 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდი სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.

მარნუელის მერიაში განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვენს სოფელში შეხვედრაზე მისვლას, შეგიძლიათ შეხვედრის ჩატარების თარიღამდე გააგზავნოთ თქვენი ინიციატივა ელექტრონულ ფოსტაზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it შევსებული სპეციალური ფორმის სახით.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები