მარნეულში "სოფლის კრებები" 15 თებერვალს დასრულდება
15 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრაის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები სრულდება. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 11 სოფელია დარჩენილი, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ჯერ არ ყოფილან. „სოფლის კრებები“ კაპანახჩში, პირველ ქესალოში, მეორე ქესალოში, ალგეთის მევენახეობაში, ამბაროვკაში, ილმაზლოში, ქეშალოში, ლეჟბადინში, წერაქავში, ჯანხოშშა და სიონში გაიმართება. მოსახლეობამ მათ სოფელზე გამოყოფლი თანხით სასურველ პროექტს უნდა დაუჭირონ მხარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების
ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

გთავაზობთ 15 თებერვალს დაგეგმილ საერთო კრების სხდომის ან კონსულტაციის გამართვის თარიღს და დროს სოფლების მიხედვით:

  • კაპანახჩი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორტია - 14:30 სთ (200 ხელმოწერა, 20 000 ლარი)
  • პირველი ქესალო, საჯარო სკოლის მიმდებარედ - 13:00 სთ - (200 ხელმოწერა, 20 000 ლარი)
  • მეორე ქესალო საჯარო სკოლის მიმდებარედ - 12:00 სთ (200 ხელმოწერა, 20 000 ლარი)
  • ალგეთის მევენახეობა, სკოლის მიმდებარედ - 11:00 სთ (100 ხელმოწერა, 16 000 ლარი)
  • ამბაროვკა , სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 12:00 სთ (100 ხელმოწერა, 16 000 ლარი)
  • ილმაზლო, სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ (100 ხელმოწერა, 16 000 ლარი)
  • ქეშალო, სკოლის მიმდებარედ - 14:00 სთ - (200 ხელმოწერა, 20 000 ლარი)
  • ლეჟბადინი –სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 11:00 სთ (100 ხელმოწერა, 16 000 ლარი)
  • წერაქვი კულტურის სახლის ტერიტორიაზე; (წერაქვი; ჯანხოში) - 12:00 სთ (წერაქვი –საერთო კრების სხდომა -20%-ის ხელმოწერა; ჯანხოში ––საერთო კრების სხდომა -20%-ის ხელმოწერა, წერაქვი – 10 000 ლარი ჯანხოში – 10 000 ლარი)
  • სიონი სკოლის მიმდებარე ტერიტორია - 13:00 სთ (საერთო კრების სხდომა - 20%-ის ხელმოწერა, 10 000 ლარი)
საერთო კრებები ჩატარებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ დიდ სოფლებში 200 ხელმოწერა შეგროვდება, შედარებით მცირე სოფლებში კი საერთო კრების სხდომის 20%- ის ხელმოწერა დაფიქსირდება.
მას შემდეგ, რაც სოფლის კრებები დასრულდება, რადიო მარნეული მერიიდან გამოითხვს ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაოებს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები