მარნეულელ ბუნიამინ გოჯაევს დახმარება სჭირდება
მარნეულელ ბუნიამინ გოჯაევს დახმარება სჭირდება. 1 წლის და 9 თვის ბუნიამინს ჯანმრთელობის პრობლემა რამდენიმე თვის ასაკში გამოუვლინდა. როგორც დედა, სამა გოიჯაევა ამბობს, არაერთ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლის მიუხედავად, მცირეწლოვანის დიაგნოზი ვერ დადგინდა.

„სამი თვის იყო, როცა ცუდად გახდა. ექიმთან მივიყვანეთ და ეპილეფსია არისო , ცოტახანი ვიმკურნალეთ ეპილეფსიაზე, მერე კიდე დაიწყო ცუდად გახდომა 8 თვის ასაკში და ავერსში მივიყვანეთ, იქ კრუნჩხვები გაუმეორდა და „ნიუ ჰოსპიტალში გადაგვიყვანეს კატასტროფით. იაშვილიც გვყავდა, თავზე არაფერი აქვს, სისხლის ანალიზები, გემოგლობინი ჰქონდა დაბალი, ანემია არისო, მაგრამ არ დაექვემდებარა მკურნალობას. ორი თვე ვიწექით იაშვილში, დიაგნოზი ვერ დასვეს. მითხრეს, რომ შეიძლება თურქეთში ან გერმანიაში წაიყვანოთ, მე ინგლისური და გერმანული არ ვიცი, თურქეთში შემიძლია წავიყვანო, მაგრამ მაგდენის საშუალება არ მაქვს. თურქული ვიცი, ანკარის საავადმყოფოს ველაპარაკე ვარკვევ რამდენია საჭირო თანხა, ანტალიაში რომ დავრეკე, მარტო ანალიზს 3 500 დოლარი სჭირდება“


სემა გოჯაევას განცხადებით, ამ ეტაპზე, საზღვარგარეთ მკურნალობის თანხის ზუსტი ოდენობა უცნობია, თუმცა ოჯახს ბავშვისათვის საზღვარგარეთ გამოკვლევის საშუალება არ აქვს და დახმარებას საზოგადოებისგან ითხოვს.

დახმარების მურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ:

საქართველოს ბანკის ანგარიში: GE95BG0000000541606166

მიმღები: გოიჯაევა სამა



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები