წვევამდელის პირადი საქმე, სააღრიცხვო ბარათი... - მარნეულის მერიამ სამხედრო აღრიცხვის სამსახურისთვის დოკუმენტები შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისათვის სპეციალური ბარათები და ფორმები გამარტივებული წესით შეისყიდა.

„გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს მარნეულის მუნიციპალიტეტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის სამსახურეობრივი საჭიროებისთვის დანართში აღნიშნული ფორმების დაბეჭდვა“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მეურმიშვილის მიერ კენან ომაროვისათვის გაგზავნილ განმარტებით ბარათში

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვისაგან 1 200 სააღრიცხვო ბარათი, 800 წვევამდელის პირადი საქმე, 600 წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ბეჭდვა, 500 სამხედრო ნამსახურების ბარათის ბეჭდვა და 300 რეზერვისტის დროებითი მოწმობის ბეჭდვა.

მარნეულის მერიამ სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტების ფორმების ბეჭდვაში 3 540 ლარი გადაიხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები