თავისუფლება მიშას - მარნეულში ენმ-მ აქცია გამართა
დღეს, 23 თებერვალს, მარნეულში მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მარნეულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონულ ოფისთან შეიკრიბნენ და მერიისაკენ დაიწყეს მსვლელობა.

„ყველა რაიონში ტარდება მიშას მხარდამჭერი აქციები. ეს ემსახურება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადავარჩინოთ და არ მოვაკვლევინოთ რუსულ რეჟიმს. ამიტომ, დღეს აქცია იმართება მარნეულში და გაიმართება სხვა რეგიონებში და რაიონებშიც. საბოლოო ჯამში, ეს პროტესტი მიიღებს იმას, რომ დავასრულებთ რუსულ რეჟიმს რომელმაც საქართველო გაანადგურა და მიიყვანა დაღუპვის გზაზე“. - განაცხადა ენმ-ს წევრმა გიორგი მუმლაძემ

მარნეულის მერიასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გამოვიდნენ სიტყვით და მოითხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები მარნეულიდან, გარდაბნიდან და ბოლნისისდან.

აქციაში მონაწილეობას იღებდნა „ერთიანი ნაცონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილიც.

„ევროკავშირმა დაწერა რეზოლუცია სადაც შავით თეთრზე წერია საქარათველოს ღალატის შესახებ. ეს ყველა თქვენგანმა კარგად იცის. ღალატის შესახებ წერია, რომ რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნისთვის შემაფერხებელი ევროპასა და საქართველოს შორის. როგორც არ უნდა შეეცადო, ისტორია არის უკვე დაწერილი და ყველა კარგად უნდა გრძნობდეს, მათ შორის თანამდებობის პირები, ვინც დღეს ამაგრებთ რეჟიმს, თქვენ ისტორიაში შეხვალთ როგორც მოღალატე რეჟიმის გამმაგრებლები, მოღალატე რეჟიმის თანამონაწილეები, ამ პასუხისმგებლობას თქვენ ვერ გაექცევით. ჩვენ ძალიან მშვიდად, მშვიდობიანად, ვაპროტესტებთ. მოვდივართ ყველა ქალაქში, მოვდივართ ყველა რაიონში, მოვალთ ყველა სოფელში, ყველა ოჯახში, დაველაპარაკებით ჩენს თანამემამულეებს და ავუხსნით, რომ ეს ბრძოლა არის გადამწყვეტი და ეს ბრძოლა ჭირდება ჩვენს ქვეყანას“. - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულებს. აქციის დასასრულს კი გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.


რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები