მარნეულის მერაიმ 4 700 ლარის წყლის დისპენსერები გამარტივებული წესით შეისყიდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 10 წყლის დისპენსერის შესყიდვისათვის ხელშეკრულება გამარტივებული წესით დადო. მარნეულის მერს, კენან ომაროვს, წყლის დისპენსერების შესყიდვის მოთხოვნით მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელმა ბესიკ სეხნიაშვილმა მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში გვესაჭიროება 10 (ათი) ერთეული წყლის დისპენსერი.
გთხოვთ, დაავალოთ შესაბამის სამსახურს უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.“
- აღნიშნულია ბესიკ სეხნიაშვილის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერიამ წყლის დისპენსერების შესაძენად გამარტივებული წესით ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვთან 10 მარტს გააფორმა. 10 წყლის დისპენსერის შესაძენად თვითმმართველობამ 4 700 ლარი გადაიხადა. თითო წყლის დისპენსერის ღირებულება 470 ლარია.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები