60-მდე მიმდინარე სასამართლო პროცესი გვაქვს - მერიაში დამატებით ორ იურისტს დაასაქმებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებას ორი იურისტი დაემატება. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულომ „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასამებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს დადგენილებაში ცვლილებების შეტანას მხარი 23 მარტს დაუჭირა. საკითხის მომხსენებელმა, მარნეულის მერიის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების
მართვის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ბექა გავაშელმა განმარტა, რომ მერიაში ორი ახალი იურისტის აყვანა გაზრდილი საქმისწარმოებითაა განპირობებული.

„მოგახსენებთ, რომ დადგენილების ცვლილებით დაგვემატა იურიდიულ განყოფილებას ორი საშტატო ერთეული, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იქედან, რომ იურიდიულ განყოფილებას მომატებული აქვს საქმისწარმოება, ასევე სასმართლო წარმოებაც გაზრდილია მიმდინარე ეტაპისთვის და დაახლოებით 60-მდე სასამართლო პროცესი გვაქვს მიმდინარე. შესაბამისად, პროდუქტიულობისთვის და ხარისხის მომატების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ ეს ორი კატეგორია დაემატოს ჩვენს განყოფილებას“. - განაცხადა ბექა გავაშელმა

მარნეულის მერიის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში 23 მარტს შესულ ცვლილებებამდე 7 შტატი იყო განსაზღვრული. ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პოზიციაზე, ანუ განყოფილების უფროსის პოზიცია, რომლის ყოველთვიური ანაზღაურება 2 530 ლარია. 4 შტატია განსაზღვრული პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, მათი ყოველთვიური ანაზღაურება 1 870 ლარითაა განსაზღვრული, ხოლო მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე ორი შტატი იყო განსაზღვრული, რასაც 23 მარტს შესული ცვლილებებით კიდევ ორი შტატი დაემატა. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ანაზღაურება 1 760 ლარს შეადგენს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123