მერიის განათლებისა და კულტურის განყოფილებას ერთი თანამშრომელი დაემატება
დღეს, 4 აპრილს, მარნეული მუნიციპალიტეტის საკრებულომ კენჭი უყარა მერიში ერთი თანამშრომლის დამატების საკითხს. როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურს უფროსმა, მამუკა შუბითიძემ სხდომის მიმდინარეობისას განმარტა, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას ერთი ადამიანი დაემატება. მიზეზად ამავე განყოფილებაში „დატვირთვის გაზრდას“ასახელებს. დეპუტატება საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

“გამომდინარე იქედან, რომ დატვირთვა იზრდება სამსახურის, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებაში გახდა საჭიროება იმის, რომ დაემატოს ერთი, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა. გთხოვთ, თანხმობა მოგვცეთ და კენჭი უყაროთ საკითხს“ - თქვა მამუკა შუბითიძემ

საშტატო ნუსხის გაზრდასთან ერთად მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილებას ხელშეკრულებით აყვანილი კიდევ ერთი თანამშრომელი დაემატება. 

4 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სულ 8 საკითხი განიხილეს. მათ შორის, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ, სოციალური საკითხები და სხვა.

ყველა მათგანი დადებითად გადაწყდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები