ორ სოფელში ხიდის და სარწყავი სისტემის მოწყობის ნაცვლად გზების მოხრეშვას ითხოვენ - მარნეულის საკრბეულო
დღეს, 4 აპრილს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველად 8 საკითხი იყო გამოტანილი და რვავე მათგანს საკრებულომ მხარი დაუჭირა.

„დღეს განხილულ საქმეთა ნუსხაში იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის მიმდინარე წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი. ასევე, საქართველოს რეგიონული ფონდიდან დასაფინასნებელი პროექტების მოწონება, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ორი პროექტის მოწონება. ასევე, მშნებლობის განაშენიანების გეგმის მოწონება და საკითხი იყო მერიაში
საშტატო ნუსხაში ცვლილების შეტანა. როგორც განმარტება გააკეთა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კულტურის სამსახურს ემატება ერთი შტატი დატვირთვიდან გამომდინარე, თავისი ფუნქციებიდან გამომდინარე. ასევე სოციალური საკითხები იქნა განხილული. ეს არის ის საკითხები რომელზეც იმსჯელა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ხმათა უმრავლესობით ყველაზე იქნა დადებითი გადაწყვეტილება მიღებული“.
- განაცხადა მარნეულის საკრებულოს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო ბერიძემ

დღეს გამართულ საკრბეულოს სხდომაზე დეპუტატებმა მოიწონეს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა.

„ესენი გახლავთ, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისის შიდა გზების მოასფალტება, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფელ ახკერპის შიდა გზების რეაბილიტაცია, სოფელ ქუთლიარის შიდა გზების მოასფალტება და სოფელ ლეჟბადინის შიდა გზების მოასფალტება. გთხოვთ, თქვენს მოწონებას, რათა შემდგომში განვახორციელოთ ეს პროექტები“. - განაცხადა საკითხის მომხსენებელმა ადილ ალიევმა

საკრებულოს წევრმა ადილ ალიევმა ასევე ისაუბრა მეორე საკითხთან დაკავშირებითაც, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ორ სოფელში არჩეული პროექტის ცვლილებას ეხებოდა.

„წერილით ითხოვენ 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ორი პროექტის შეცვლას და მოწონებას. ესენია სოფელ სოფელ დიდ ბეგლიარში სარწყავი არხის გადასასვლელი ხიდის ნაცვლად გზის მოხრეშვა და სოფელ ვერხვიანში წყლის სისტემის ნაცვლად გზის მოხრეშვა. გთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, მოწონებას. მოსახელობამ ეს თავად ისურვა, მათ შარშან სხვა სურვილი ჰქონდათ და ახლა გვთხოვენ რომ შევცვალოთ, ხიდის ნაცვლად შიდა გზების მოხრეშვა და ასევე სარწყავი წყლის სისტემის მშენებლობის ნაცვლად შიდა გზის მოხრეშვა“. - განაცხადა ადილ ალიევმა

4 აპრილს გამართულ საკებულოს სხდომაზე დეპუტატებმა მხარი ასევე დაუჭირეს მარნეულის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების საშტატო ნუსხის გაზრდასა და ამავე განყოფილებაში ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლის რაოდენობის გაზრდასაც.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123