დამია-გეურარხის შიდა გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ დამია-გეურარხში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

სოფელ დამია-გეურარხის ქუჩების მოასფალტების პროექტის მიხედვით, საპროექტო შიდა გზა 5 მონაკვეთად იყოფა.

„არსებული საგზაო სამოსი წარმოდგენილია ქვიშა ხრეშოვანი ნარევის სახით. გათიხიანებული სავალი ნაწილი და გვერდულები გასასუფთავებელია სამშენებლო ნაგვისა და ნალექების შედეგად ჩამონატანი ქვა ღორღისაგან.
საგზაო სამოსის დაპროექტების დროს მხედველობაში მიღებული იქნა საგზაო სამოსის არსებული მდგომარეობა და მისი გეოტექნიკური მონაცემები. საჭირო მზიდუნარიანობის მისაღწევად ტექნიკური დავალებისა და დამკვეთთან შეთანხმების საფუძველზე მიღებულია ასფ. ბეტონის საგზაო სამოსის კონსტრუქცია“
. - აღნიშნული დამია-გეურარხის შიდა გზების მოასფალტების პროექტში

მარნეულის მერია სოფელ დამია-გეურარხში შიდა გზების დაგებას 531 053 ლარად გეგმავს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამუშაოების შესრულებისათვის ტენდერი 30 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 15-დან 20 აპრილამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება მასზე დაკისრებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალდენდარულ დღეში შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები