მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 აპრილის მემორიალები გვირგვინით შეამკო
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილს მემორიალები გვირგვინით შეამკეს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს რადიო „მარნეულისათვის“ არ უცნობებიათ მემორიალების გვირგვინით შემკობის შესახებ. მერიის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გვირგვინებით შეიმკო მემორიალები სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაესწრნენ 9 აპრილს გარდაცვლილთა მოსახსენიებელ პარაკლისს“. - აღნიშნულია მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9 აპრილისათვის ყვავილის გვირგვინების შესაძენად გამარტივებული წესით ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე დავით რობაქიძესთან გააფორმა. მერიამ ერთ ცალ ყვავილების გვირგვინში 250 ლარი გადაიხადა, სამივე მათგანი კი 750 ლარი დაუჯდა.

9 აპრილს მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაც გაიმართა და გამოიფინა 9 აპრილს განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ დაარბია თბილისში მშვიდობიანი აქცია სადაც საქართველოს მოქალაქეები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. 9 აპრილის ღამეს დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა 427 მოქალაქე. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები