მარნეულის მერიამ იაპონიის ელჩის სადილით გამასპინძლებისათვის 4 710 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 6 აპრილს იაპონიის ელჩისა და მისი თანმხლები პირების სადილით გამასპინძლებისათვის 4 710 ლარი დახარჯა. მარნეულის მერიამ გამარტივებული შესყიდა ინდივიდუალურ მეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გააფორმა.

„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 06 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია მასპინძლობს სამუშაო ვიზიტით მყოფ იაპონიის ელჩს და მის თანმხლებ პირებს. გამომდინარე აქედან, გვესაჭიროება აღნიშნული სტუმრების სადილით გამასპინძლება.
გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს, უზრუნველყოს სტუმრების გამასპინძლება და განახორციელოს შესყიდვასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება, დადგენილი წესის შესაბამისად“.
- აღნიშნულია შესყიდვის განმარტებით ბარათში

მარნეულის მერიის მიერ გამოქვეყნებულ გამარტივებულ შესყიდვაში არაა აღნიშნული თუ რამდენ ადამიანზე გაიშალა სუფრა. შესყიდვის ინვოისის მიხედვით, ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვადასხვა სახეობის საკვების 9-9 პორცია შეიძინა.

6 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა იმყოფებოდა.

ვიზიტის მიზანს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით შეძენილი ნარჩენების შემკრები ტექნიკის მერიისთვის გადაცემა წარმოადგენდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგიოლბრივმა თვითმმართველობამ იაპონიის საელჩოსაგან გრანტის სახი 82 243 აშშ დოლარი მიიღო. სწორედ ამ თანხითაა შეძენილი ახალი ნაგავშემკრები მანქანა, რომელიც მუნიციპალურ დასუფთავების სამსახურს შპს „სუფთა მარნეულს“ გადაეცემა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები